მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილზე: დასახელდეს სამედიცინო პროცედურა, რომელიც პაციენტს სჭირდება და საქართველოში ვერ მიეწოდება

“დასახელდეს სამედიცინო პროცედურა, რომელიც სჭირდება პაციენტს და ვერ მიეწოდება საქართველოში, მარტო ის, რომ ციხის საკნის შეუთავსებლობა თუ აუტანლობა აქვს, არ შეიძლება, გახდეს არც უცხოეთში გადაყვანის და არც სასჯელისგან თავის არიდების მიზეზი”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი პოლიტიკოსებისგან რეკომენდებული არ არის.

“ექიმებს მოეთხოვებათ, პირველ ყოვლისა, საზოგადოების ინფორმირება, პოლიტიკოსებისგან ამაზე საუბარი არ არის რეკომენდებული. ვითარება მგონი ნამდვილად არ არის ისეთი, რომელიც მოითხოვს ასეთი ტიპის ჩარევას, როგორიც არის ვინმეს სადმე უცხოეთში გადაყვანა. თვეებია, ვსაუბრობ, დასახელდეს რომელიმე სამედიცინო პროცედურა, რომელიც სჭირდება პაციენტს და არ არის მიწოდებადი საქართველოში, მარტო ის, რომ ციხის საკნის შეუთავსებლობა თუ აუტანლობა აქვს, არ შეიძლება გახდეს არც უცხოეთში გადაყვანის და არც სასჯელისგან თავის არიდების მიზეზი, რადგან გამოვა, რომ 9 ათასივე პატიმარს ასეთი მდგომარეობა ექნება და ასეთი ლოგიკით ჩვენ შორს ვერ წავალთ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები