ილია დარჩიაშვილი: პრემიერი – დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში – მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში, საკითხი ეხება აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო თემებსა და ევროპულ ინტეგრაციას, პერსპექტივებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებს ექნებათ ამ პროცესში

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკითხი ეხება აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო თემებს, ასევე, ევროპულ ინტეგრაციას და იმ პერსპექტივებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებს ექნებათ ამ პროცესში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავოსში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებთან ღიად ისაუბრებს საქართველოს მოლოდინებსა და პერსპექტივებზე ევროპულ ოჯახში. „პანელის მონაწილეები არიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიდერები, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრს ექნება შესაძლებლობა, ღიად ისაუბროს საქართველოს მოლოდინებსა და საქართველოს პერსპექტივებზე ევროპულ ოჯახში”, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები