დღეიდან, ხარკოვში მეტრო მუშაობას განაახლებს
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, დღეიდან ხარკოვში მეტრო მუშაობას განაახლებს.
მისი თქმით, 24 მაისიდან მეტროს ყველა ხაზი იმუშავებს დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე.
“საჭიროების შემთხვევაში, ხალხს შეუძლია, მეტრო გამოიყენოს – როგორც თავშესაფარი, განსაკუთრებით – მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელები”, – თქვა ტერეხოვმა და აღნიშნა, რომ მეტროში მყოფი მოქალაქეები საერთო საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
ომის დაწყების შემდეგ, ხარკოვის მეტროს მოქალაქეები თავშესაფრად იყენებდნენ.