მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ
მოლდოვის სპეცსამსახურები დილიდან ქვეყნის ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის სახლში ჩხრეკას ატარებენ. დოდონი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, სამშობლოს ღალატში.
ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მარიანა კერპეკმა განაცხადა.
“ჩხრეკა მიმდინარეობს 324-ე მუხლის (პასიური კორუფცია), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება), 337-ე მუხლით (სამშობლოს ღალატი) და 330-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უკანონო გამდიდრება) საფუძველზე აღძრული საქმეების ფარგლებში”, – თქვა მან.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფარული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოლდოვის ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ვლადიმერ პლახოტნიუკი 2019 წლის ივნისში პრეზიდენტ იგორ დოდონს აწვდის ჩანთას, რომელშიც, სავარაუდოდ, ფული იყო. იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის დეკემბრიდან – 2020 წლის დეკემბრამდე იკავებდა.