Starbucks-ი რუსულ ბაზარს ტოვებს
ამერიკული კომპანია Starbucks-ი, თითქმის 15 წლის შემდეგ, რუსულ ბაზარს ტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, Starbucks-ს რუსეთში 130 დაწესებულება აქვს, რომელსაც მისი ლიცენზიატის, Alshaya Group-ის მიერ მართავს. დაწესებულებებში დაახლოებით 2 000 ადამიანია დასაქმებული.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Starbucks-მა დახურა თავისი მაღაზიები და შეაჩერა ყველა ბიზნესსაქმიანობა რუსეთში, მათ შორის პროდუქციის გატანა ქვეყანაში.
კომპანია Starbucks-ი, რომელმაც თავისი პირველი დაწესებულება რუსეთში 2007 წელს გახსნა, სამსახურის გარეშე დარჩენილ ყოფილ თანამშრომლებს ექვსთვიან ხელფასს გადაუხდის.