გენდერული თანასწორობის საბჭომ 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა განიხილა
ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გენდერული თანასწორობის საბჭო სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო და საბჭოს წევრებისგან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული ინიციატივები მოისმინა.