უკრაინის სასამართლომ რუს ჯარისკაცს ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
უკრაინის პროკურატურამ 21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინს ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსი ჯარისკაცი სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობის გამო გაასამართლეს.
სამხედრომ აღიარა, რომ მოქალაქე მოკლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ბრძანების მიხედვით მოქმედებდა და მოკლულის მეუღლისგან პატიება ითხოვა.
21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულის გამო ასამართლებენ. შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა მაშინ, როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.
მედიის ცნობით, შიშიმარინი 4 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინულ ძალებს გაურბოდა, მათ კერძო მანქანა გაიტაცეს და სოფელ ჩუპახივკაში გადაადგილდებოდნენ, როცა გზად 62 წლის უკრაინის მოქალაქე დაინახეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge