რუსეთში McDonald’s-ს ახალი სახელწოდება ექნება

რუსეთის ბაზრიდან გასულ McDonald’s-ს ახალი სახელწოდება მოუფიქრეს და სწრაფი კვების რესტორნები Mc-ს სახელწოდების ქვეშ იმუშავებენ.

ამის შესახებ რუსული “იზვესტია”-სთვის გახდა ცნობილი.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ ასობგერა “М” საფირმო ვიზუალს შეინარჩუნებს.

ასევე, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, არც რადიკალური ცვლილებაა მოსალოდნელი მენიუში, კერძების სახელწოდებას კი ორიგინალს მაქსიმალურად მიუსადაგებენ.

McDonald’s-მა რუსეთში 850 რესტორანი მარტის დასაწყისში დახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები