ირანში ათსართულიანი შენობა ჩამოინგრა
ირანის სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ხუზესტანის ქალაქ აბადანში, ათსართულიანი საოფისე შენობის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ სააგენტო Tasnim-ი იტყობინება.
“ამირის ქუჩაზე საოფისე შენობის რამდენიმე ნაწილი ჩამოინგრა. შენობის პერსონალი მთლიანად ევაკუირებულია. ნანგრევების შედეგად, დაზიანდა შენობასთან მდებარე მანქანები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული.