ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 12 დასახლება დაბომბეს – არის მსხვერპლი
ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 12 დასახლება დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაბომბვას 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი დაიჭრა.
”ოკუპანტების იერიშების შედეგად, დონეცკის ოლქში 74 სამოქალაქო ობიექტი განადგურდა, მათ შორის: სახლები, სკოლები, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები და სხვა. რუსებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი თვითმფრინავებიდან, ტანკებიდან და მძიმე არტილერიიდან გაუხსნეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge