უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, ხარკოველმა მაშველებმა 98 განადგურებული ობიექტის ნანგრევებიდან 150-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს.
ამის შესახებ ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ანატოლი ტორიანიკმა ტელეეთერში განაცხადა.
ასევე, მისი თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს 250-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ტორიანიკის თქმით, ხარკოვში ყველაზე მასიური დაბომბვა მოხდა სევერნაია სალტოვკაში, პიატიხატკიში, სოფელ ჟუკოვსკიში, როგანსა და ჰორიზონტში.
აღსანიშნავია, რომ სევერნაია სალტოვკაში ყველა მაღალსართულიანი შენობა თითქმის მთლიანად არის განადგურებული.
20 მაისს ხარკოვში საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო.
ქალაქის მერის თქმით, ომის შედეგად საცხოვრებელი ფონდის, დაახლოებით, 30% განადგურდა.
21 აპრილის მდგომარეობით, ხარკოვში 1929 საცხოვრებელი კორპუსია განადგურებული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge