რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 მაისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 200 ადამიანი;
ტანკი – 1 293 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 3 166 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 604 ერთეული;
MLRS – 201 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული;
თვითმფრინავი – 204 ერთეული;
ვერტმფრენი – 170 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 476 ერთეული;
ფრთოსანი რაკეტა (ჩამოაგდეს) – 110 ერთეული;
გემი/ნავი – 13 ერთეული;
მანქანები და საწვავის ავზები – 2 206 ერთეული;
სპეცტექნიკა – 43 ერთეული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

174 თვითმფრინავი;
125 ვერტმფრენი;
977 უპილოტო საფრენი აპარატი;
317 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
3 198 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
408 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 622 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
3 077 სპეციალური სამხედრო მანქანა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები