უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 232 ბავშვი დაიღუპა, 431 კი დაშავდა.
მათივე ცნობით, 145 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი – 116. ხარკოვში – 102, ჩერნიგოვში – 68, ხერსონში – 49, ნიკოლაევში – 45, ლუგანსკში – 48, ზაპოროჟიეში – 28, სუმში – 17, ჟიტომირში – 15 და კიევში – 16.
”რუსული ძალების დაბომბვის შედეგად, 1 837 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 172 კი მთლიანად განადგურდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge