უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველ სამ თვეში, რუსეთს იმდენი დაღუპული ჰყავს, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს ჰყავდა.
ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ პირადი შემადგენლობის ასეთი მაღალი დანაკარგი უკავშირდება ცუდ ტაქტიკას, შეზღუდულ საჰაერო საფარს, მოქნილობის ნაკლებობას და ცუდ გუნდურ მიდგომას.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ წარსულში რუსეთის საზოგადოება არჩევითი ომების დროს დანაკარგების მიმართ მგრძნობიარე იყო. ამიტომ, უკრაინაში მსხვერპლთა რიცხვის ზრდასთან ერთად, დანაკარგები უფრო აშკარა გახდება და შესაძლოა, უკმაყოფილება და მისი გახმოვანების სურვილი გაიზარდოს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge