ალექსანდრა ჯულუხიძეს 100 წლის იუბილე სამტრედიის მერმა სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა

სოფელ ჩხენიშში მაცხოვრებელ ალექსანდრა ჯულუხიძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. ქალბატონ ალექსანდრას 100 წლის იუბილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია მეიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს.

ალექსანდრა ჯულუხიძე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ერთადერთი ვეტერანია და ასი წლის უხუცესი სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის მერმა, ქალბატონ ალექსანდრას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები