როგორია თელავის მუნიციპალიტეტში დაჭრილების მდგომარეობა – ექიმის განმარტება

თელავის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმ ვასილ გოტაძის შეფასებით სტაბილურია.

ექიმის თქმით, ორივე პაციენტი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.

“ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, შოკური მდგომარეობის გამო რეანიმაციულ ღონისძიებებს საჭიროებდა, იყო მრავლობითი ჭრილობები. მეორე პაციენტიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით იყო შემოყვანილი. თუმცა შედარებით ნაკლები, საშუალო სიმძიმით ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსდა. ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია”,- აღნიშნა ექიმმა.

ცნობისთვის,  თელავის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ორი  კი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები