სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს ტოლების ადმინისტრაციული ერთეულის სოფ.ნოღაში, კერძოდ, ბეგეს უბანში.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ლატექსი” ასრულებს.

,,საშვილიშვილო საქმე კეთდება, რასაც მივესალმებით.” – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა მერი ნინუამ.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტერის მერმა, დავით ბახტაძემ დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები