რუსეთმა ჯო ბაიდენსა და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა აშშ-ის 963 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათ შორის არიან აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი.

გარდა ამისა, სიაში შედიან კონგრესის წევრები, აშშ-ს მინისტრები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის (MIC) წარმომადგენლები. მოსკოვმა ასევე აკრძალა ქვეყანაში  Dreamworks Animation-ის აღმასრულებელ დირექტორის, ჯეფრი კაცენბერგის და მსახიობ მორგან ფრიმანის შესვლა, რომლებმაც 2017 წლის სექტემბერში ჩაწერეს ვიდეო მესიჯი, რომელშიც ადანაშაულებდნენ რუსეთს შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაში და მოუწოდებდნენ რუსეთის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სიაში შეიტანეს რუსოფობიის გამძაფრებული აშშ-ის მოხელეები და ისინი, ვინც მათ „ემსახურება“. ამავდროულად, დეპარტამენტის განცხადებით რუსეთი უცვლელად პატივს სცემს ამერიკელ ხალხს და ღიაა გულწრფელი და პატივისცემის მქონე დიალოგისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები