ზელენსკი: ომის დასასრული დიპლომატიაში იქნება, მაგრამ ჰიბრიდული
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდება, მაგრამ მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატი იქნება ჰიბრიდული. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზელენსკის თქმით, თავიდან ის თვლიდა, რომ რუსეთთან ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ დიალოგით, რომ ამ დიალოგს აქვს შესაბამისი ვადა და რომ მასში შესაძლებელი იქნება გარკვეული პასუხების და გადაწყვეტილებების მიღება.
„ახლა ეს მოლაპარაკებები ავტომობილივითაა, არც ბენზინის და არც ელექტრონული, ჰიბრიდული, ომიც ამიტომაა ასეთი, რთული და გამარჯვებაც იქნება რთული. ის იქნება სისხლიანი, მაგრამ ბოლო მაინც იქნება დიპლომატიური. მე დარწმუნებული ვარ ამაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან განმარტა, რომ რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მაგიდის გარდა სხვაგან ვერსად გადაწყდება. „იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფრის დაბრუნება გვინდა და რუსეთის ფედერაციას არ უნდა არაფრის მოცემა“.