გერმანია კიევს Gepard-ის პირველ პარტიას ივლისში გადასცემს

უკრაინა გერმანიისგან თვითმავალ საზენიტო დანადგარს – Gepard-ის პირველ პარტიას ივლისში მიიღებს. კიევი ბერლინისგან პირველ ეტაპზე 15 ერთეულს მიიღებს.

შესაბამისი შინაარსის საუბარი გერმანიის თავდაცვის მინისტრ ქრისტინე ლამბრეხტსა და მის უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შორის შედგა, – წერს Spiegel-ი.

პაკეტში ასევე შედის ბუნდესვერის სასწავლო მხარდაჭერა, თითქმის 60 000 საბრძოლო მასალის მიწოდება და ზაფხულში კიდევ 15 მანქანის მიწოდება.

„დღეს მე ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას, რეზნიკოვს და მან კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ უკრაინას სურს Gepard-ის საზენიტო ტანკების უსწრაფესი მიღება, მათ შორის, არსებული, 59,000 საბრძოლო მასალის ჩათვლით“, – თქვა ლამბრეხტმა.

როგორც გერმანელმა მინისტრმა დასძინა, “Gepard-ი არის ეფექტური იარაღი, რომელსაც ასევე აქვს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი, მაგალითად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად“.

”ერთობლივად ვმუშაობთ, რომ პირველი 15 “გეპარდი” მზად იყოს მოქმედებისთვის ივლისის შუა რიცხვებიდან სრულად მომზადებული ეკიპაჟებით”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები