უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპული ბავშვების რიცხვი 232-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, დაღუპული ბავშვების რიცხვი 232-მდე გაიზარდა, 427 კი დაშავდა.

ასეთ მონაცემს უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან საომარი მოქმედებების ადგილებსა, და დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები