უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში დღეს გაიმართება. როგორც ცნობილია, შურღაიას ხვალ საკუთარ სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს დაკრძალავენ.
38 წლის ქართველი მებრძოლი 15 მაისს, ქალაქ იზიუმთან შეტაკებებისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ჯარისკაცმა კანტუზია კასეტური ბომბების ჩამოყრის შედეგად მიიღო. შურღაია ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.