ანრი ოხანაშვილი: ძალიან მძიმე მოცემულობაა, როდესაც სახალხო დამცველს ნიკა გვარამიას საქმე შესწავლილი არ აქვს და სხვა პირებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებებს

ძალიან მძიმე მოცემულობაა, როდესაც სახალხო დამცველს, რომელიც უნდა ზრუნავდეს ადამიანის უფლებებზე და ეს ზრუნვა უნდა გამოიხატებოდეს კონკრეტული საკითხების შესწავლასა და ამის შესაბამისად განცხადებების გაკეთებით, ნიკა გვარამიას საქმე შესწავლილი არ აქვს და მხოლოდ ისეთ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საქმით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სახალხო დამცველს არ აქვს შესწავლილი საქმე და ასე უაპელაციოდ საუბრობს მის დეტალებზე, ეს საქმისადმი აბსოლუტურად არაობიექტური მიდგომაა.

“როდესაც სახალხო დამცველს არ აქვს შესწავლილი საქმე და ასე უაპელაციოდ საუბრობს საქმის დეტალებზე, ეს არაკომპეტენტურობასა და არაკვალიფიციურობასთან ერთად, არის აბსოლუტურად არაობიექტური მიდგომა ამ საქმისადმი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები