“ფაქტია, რომ ბოლო წლებში მისი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით თავისთავად აჩენს ისეთ განცდას, რომ არა სახალხო დამცველია და არა მოქალაქეების უფლებებს იცავს, არამედ კონკრეტული ადამიანის, სწორედ კლანზე მაქვს საუბარი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკას“ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განუცხადა.
ყაველაშვილის შეფასებით, სახალხო დამცველის მიმართ ბევრი უკმაყოფილება გაჩნდა.
„ყველა ერთობლივი მესიჯბოქსით გამოდის, რომ თითქოს ესენი (რადიკალური ოპოზიცია) არიან დასავლური ღირებულებების დამცველები და აი ამ პროცესში, ამ ადამიანების გვერდზე დგას ნინო ლომჯარია, რომელიც ამ თემას და ამ ადამიანებთან თავის ურთიერთობას უფრო უფრთხილდება, ვიდრე იმას, თუ როგორიც უნდა იყოს სახალხო დამცველი ნებისმიერ ქვეყანაში. მის მიმართ ძალიან ბევრი უკმაყოფილება გაჩნდა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.