ირაკლი ქადაგიშვილი: სახალხო დამცველი რომ აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ეს ორჯერ ორი ოთხია

“სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სახალხო დამცველის პოზიციები პოლიტიკურად ანგაჟირებულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენი ნეიტრალური უნდა იყოს.

„სახალხო დამცველი მთლიანად დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან. ის პოლიტიკურ დღის წესრიგსა და კონიუქტურას მიჰყვება – არ ვიცი, მისი შეგნებული არჩევანია თუ მისი, როგორც სახალხო დამცველის მოუხერხებლობა, ეს ალბათ უფრო მასთან ჩაღრმავებულ ინტერვიუში უნდა გამოჩნდეს. სახალხო დამცველი რომ აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ეს ორჯერ ორი ოთხია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები