ქობულეთში 1170 ჰა ტერიტორია უფასოდ დამუშავდება

სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამის ფარგლებში, ქობულეთში, 1170 ჰა ტერიტორია დაიხვნება.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, პროგრამა ფერმერების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა და უკვე მესამე წელია მიმდინარეობს.
პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება მიწის ნაკვეთების დამუშავება.
2022 წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი უფასოდ დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 850 ჰა მიწის ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები