ოკუპანტებმა დონბასი დაბომბეს – დაიღუპა 15 ადამიანი
დონბასში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის 2 ოჯახი მცირეწლოვანი შვილებით, – ამის შესახებ ინფორმაციას, ოლქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 7 ადამიანი დაშავდა.
“ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 46 დასახლება დაბომბეს – შედეგად, განადგურდა ან დაზიანდა 68 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის არის 43 კორპუსი, 2 სკოლა, ლიცეუმი, საბავშვო ბაღი, ფაბრიკა, რკინიგზის სადგური, კულტურის ცენტრი და ა.შ.” – წერია განცხადებაში.