ლაგოდეხში ინტელექტუალურ თამაშში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა

17 მაისს, სასკოლო შეჯიბრი, ინტელექტუალურ თამაშში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა, ლაგოდეხის, თოთხმეტმა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო.

ინტელექტუალურ თამაშში – რა? სად? როდის? გამარჯვებული გახდა:

პირველი ადგილი – ბაისუბანის საჯარო სკოლა;

მეორე ადგილი – ქ. ლაგოდეხის №3 საჯარო სკოლა;

მესამე ადგილი – ვარდისუბანის საჯარო სკოლა.

გამარჯვებული გუნდები, მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო შეჯიბრებაში მონაწილე ყველა სკოლას სერტიფიკატი გადასცა.

პროექტი, ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები