თურქეთში, ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ – არის მსხვერპლი
თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.
აჭარის მთავრობის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
„აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაემგზავრა“, – აცხადებენ უწყებაში.
მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.