ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით ყოფნას ომის განმავლობაში და მაშინ, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას აღადგენენ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომდევნო დღეზე და აღდგენის უფრო ფართო ძალისხმევაზე. ევროკავშირს აქვს სტრატეგიული ინტერესი ამ აღდგენის ძალისხმევის წარმართვაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები