აშშ-ის პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეებს წარმატებას უსურვებს

   ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სოჭში ოლიმპიადის გახსნას გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტმა 2014 წლის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ამერიკელ სპორტსმენებს წარმატება უსურვა. შეერეთებულ შტატებს სოჭში დაახლოებით 230-მდე ათლეტი წარმოადგენს. ბარაკ ობამას ვიდეომიმართვა თეთრმა სახლმა გაავრცელა.
„ წარმატებას ვუსურვებ შტატების ჯგუფს. თქვენით ვამაყობთ და დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალყურს. წარმატებისთვის თქვენ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვარჯიშობდით, სწორედ ამიტომ თქვენ ჩვენი შთაგონების წყარო ხართ, კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ შტატების გუნდს“,- განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები