გუბერნატორი: ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში სკოლა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალებით დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ავდიივკაში სკოლა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალებით დაბომბეს, რის შედეგადაც იგი მთლიანად დაიწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, რუსეთის შეჭრამდე, ავდიივკას პირველ სკოლაში 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა.
”რუსებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება გაანადგურეს, ავდიივკას პირველი სკოლა. წუხელ რუსეთის ჯარებმა სკოლა აკრძალული თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალით დაბომბეს. სკოლა მთლიანად დაიწვა. საბედნიეროდ, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, შენობაში მხოლოდ მორიგე თანამშრომლები იმყოფებოდნენ და მათ გაქცევა მოახერხეს.
აქ ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრები მთელი ქვეყნიდან და საზღვარგარეთიდან. ახლა კი ნანგრევებია. რუსები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ანადგურებენ“, – წერს კირილენკო ”ტელეგრამზე”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge