რუსეთმა “აზოვი” შესაძლოა, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს
რუსეთის უზენაესი სასამართლო ქვეყნის გენერალური პროკურატურის მიმართვას განიხილავს, რომელიც “აზოვის” პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად და რუსეთში მისი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.
შესაბამისი ადმინისტრაციული საქმე რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.
„უკრაინის გასამხედროებული ნაციონალისტური გაერთიანება „აზოვის“ (სხვა სახელწოდებები: “აზოვის” ბატალიონი, “აზოვის” პოლკი) ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ ადმინისტრაციული საქმე. სასამართლო პროცესი 26 მაისს ჩატარდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
მანამდე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში “აზოვის”მებრძოლების გაცვლაზე უარი თქვეს იმ მოტივით, რომ, მათი მტკიცებით, “აზოვის” წევრები “ნაცისტური კრიმინალები არიან”, რომლებიც უნდა გასამართლდნენ.