ფინეთი რუსული გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის
ფინეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Gasum-მა რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა.
ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
Gasum-ი გაზმომარაგების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.
„Gasum-ი არ იღებს „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნებს რუბლში ანგარიშსწორებაზე გადასვლასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, საფასურს არც რუბლში და არც „გაზპრომ ექსპორტის“ მიერ შემოთავაზებული გადახდის მექანიზმის შესაბამისად გადაიხდის”, – ნათქვამია განცხადებაში.
Gasum-ი იმედოვნებს, რომ მოხდება გაზის მიღება ესტონეთიდან Balticconnector-ის გაზსადენით, რომელიც 2020 წელს ამოქმედდა.
Gasum-ი და “გაზპრომ ექსპორტი” 2021 წლის შემოდგომიდან ხელშეკრულების პირობების ცვლილებაზე მართავენ მოლაპარაკებებს.