ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი 821 ბავშვს მონათლავს

  ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში რიგით 36-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. უწმინდესისა და უნეტარესის ნათლული კიდევ 821 ბავშვი გახდება. საყოველთაო ნათლობის 36-ე ეტაპი დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 20 681 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. ილია მეორის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები