"ფუსი რაიოტთან" ერთად მადონამ იმღერა

  ნიუ – იორკის საკონცერტო დარბაზ „ბარკლაის ცენტრში“ ადამიანის უფლებების დასაცავად კონცერტი ცნობილი რუსული პანკჯგუფის ”ფუსი რაიოტის” წევრებმა: ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ და მარია ალიოხინამ გამართეს. პანკჯგუთან ერთად სცენაზე ამერიკელმა პოპვარსკვლავმა მადონამაც იმღერა. კონცერტს ესწრებოდნენ: “ბლონდი”, იოკო ონო, სტინგი და ლაურენ ჰილი.
სულ კონცერტს 18 000 მაყურებელი დაესწრო. „ფუსი რაიოტის“ წევრები დეკემბრის ბოლოს დუმის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე გაათავისუფლეს. გამოსვლისთანავე გოგონებმა განაცხადეს, რომ ისინი პატიმრების უფლების დასაცავად ბრძოლას იწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები