რუსეთში, ქიმიურ ქარხანაში ხანძარია

ნოვოსიბირსკის ოლქში, ბერდსკში შესაფუთი მასალების წარმოების დიდ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

ხანძრის ქრობის სირთულის მესამე დონეა გამოცხადებული.

ცეცხლი, დაახლოებით, 500-დან 2000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული.

წინასწარი მონაცემებით, შენობაში პოლიეთილენის მასალების წარმოება მიმდინარეობს.

ექვსმა ადამიანმა შენობიდან გასვლა შეძლო, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები