“შოტლანდია ნატო-ში გაწევრიანებას შეეცდება” – ნიკოლა სტარჯენი

შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტარჯენის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, შოტლანდია ნატო-ში გაწევრიანებას შეეცდება.

ამის შესახებ მან ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას თქვა, წერს Independent-ი.

„პარტიამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, “შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ” 2012 წელს გადაწყვიტა, რომ თუ შოტლანდია დამოუკიდებელი გახდებოდა, ის ნატო-ში გაწევრიანებას შეეცდებოდა“, – თქვა სტარჯენმა.

მისი თქმით, ნატო-ს წევრობა იქნება “დამოუკიდებელი შოტლანდიის უსაფრთხოების პოლიტიკის ქვაკუთხედი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები