“ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება რუსეთს ხელებს უხსნის” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, შეერთებული შტატები, რომელიც ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანებას “აიძულებს”, რუსეთს ხელებს უხსნის.

ამის შესახებ მან “სოლოვიოვ ლაივში” თქვა.

„რასაც ფინეთი და შვედეთი ვაშინგტონის ზეწოლის ქვეშ აკეთებენ, არა ამ ქვეყნის ხალხი, არამედ – პოლიტიკური ძალები, რუსეთს ხელებს უხსნის“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს მათ უნდა ახსოვდეთ, როდესაც “მოიგონებენ მორიგ, ჩვენს სასურსათო საფრთხეს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ა.შ.“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები