ერევანში დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა – დაკავებულია 155 ადამიანი, მათ შორის, რობერტ ქოჩარიანის შვილი
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები განახლდა. დილიდან აქციის მონაწილეებმა, ქალაქში მოძრაობის პარალიზების მიზნით, რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.
მოქალაქეები სკანდირებენ „სომხეთი თურქის გარეშე“.
პოლიცია, თავის მხრივ, ცდილობს აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანას და მოძრაობის გახსნას.
ამ დროისთვის, აქციის 155 მონაწილეა დაკავებული, მათ შორის არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ლევონ ქოჩარიანი.
ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.
“დამაკავეს. არ ვნებდებით, უკან არ ვიხევთ, ვაგრძელებთ”, – დაწერა მან.
სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერმა. ფრაქცია “სომხეთის”წარმომადგენელმა, იშხან საღათელიანმა განაცხადა, რომ დღეს დაგეგმილია ქალაქის პარალიზება, საღამოს კი, ტრადიციულად, საფრანგეთის მოედანზე მიტინგი დაიწყება.
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები 25 აპრილიდან იმართება.