გორის მერი სოფელ სკრის საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სკრის საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო და აღსაზრდელებს უსაფრთხო და კეთიმოწყობილ გარემოში სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.
გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის თანამშრომლები, მშობლები და აღსაზრდელები.
„განახლებულ საბავშვო ბაღში 150 პატარა შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.
ახლადრეაბილიტირებული შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
გარდა შენობისა, რეაბილიტირდა სააღმზრდელო დაწესებულების ეზოც. საბავშვო ბაღი აღიჭურვა ახალი ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები