რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რეგიონი დაბომბეს, არიან დაღუპულები

​რუსმა ოკუპანტებმა დილით ჩერნიგოვის რაიონი, კერძოდ, სოფელი დესნა დაბომბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და ბევრი დაჭრილი.

“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც მუდმივად ვამბობ. ომი არ დასრულებულა, ის არ წასულა ჩერნიგოვის რეგიონიდან, მას არ დაუტოვებია ჩვენი ქალაქები”, – ხაზგასმით აღნიშნა მან და რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა, განგაშის სიგნალების მიმართ ყურადღება გამოიჩინონ.

ცნობისთვის, ჩერნიგოვის რეგიონში ომის დაწყებიდან თითქმის 3,5 ათასი შენობაა განადგურებული ან დაზიანებული.

16 მაისს ჩაუსმა გამოაცხადა, რომ ჩერნიგოვის რაიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებლის აღდგენა იწყება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები