აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დერეკ შოლე საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვა და მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში განსახილველი თემა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ასევე უკრაინაში რუსეთის ომი და დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ საქართველოს მისწრაფება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები