ილია დარჩიაშვილი: ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან პრემიერმინისტრი ჩვენ მიერ შევსებული კითხვარის პარალელურად უკვე თავად, პირადად შესაბამის ლიდერებთან ისაუბრებს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში, – ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქართველოს პრემიერმინისტრს ექნება შეხვედრები ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან ევროკომისიაში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში გენერალურ მდივანთან შეხვედრაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ვიზიტის, რომელსაც ექნება დამატებითი იმპულსების ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართულებით“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები