ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში გადაიყვანეს
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და უკვე მსჯავრდებული ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გვარამია განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დღეს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით განესაზღვრა.