ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ამ დროისთვის 16 პროექტი მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ამ დროისთვის 16 პროექტი მიმდინარეობს

მათგან ერთი სოფელ კახათში, საგუგუჩიოს უბანში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე იგება და ამჯერად გზის მეორე ფენის მშენებლობის სამუშაოები ხორციელდება. არსებულ მონაკვეთზე აქამდე გრუნტის გზა იყო და მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა.

გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი ჩიქოვანი და მუნიციპალიტეტის მერი  – მამუკა წოწერია გაეცნენ.

კახათში ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები ორ დღეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები