გორელი ძიუდოისტის, ანზორ ქიბროწაშვილის მიერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების მე-60 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა

გორელი ძიუდოისტის, ანზორ ქიბროწაშვილის მიერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან 60 წელი გავიდა.

აღნიშნულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გორში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები, ჩემპიონის ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ჩემპიონის როგორც  ცხოვრებასა და სპორტულ კარიერაზე, ასევე მის როლზე ქართული ძიუდოს განვითარებაში.

ანზორ ქიბროწაშვილი ოქროს მედლის მფლობელი 1962 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ ესენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გახდა. ის იყო პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისმა წარმატებამ, ჩვენს ქვეყანაში სპორტის აღნიშნული სახობა პოპულარული გახადა. მას შემდეგ, ქართველი ძიუდოისტები წარმატებით ასპარეზობენ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე.

ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.

ცნობისთვის, 60 წლის წინ, 1962 წლის 13 მაისს გერმანიის ქალაქ ესენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, გორელმა ძიუდოისტმა ანზორ ქიბროწაშვილმა ოქროს მედალი და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს იყო პირველი და ისტორიული ოქროს მედალი ქართული ძიუდოსთვის. ეს სახეობა, შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული გახდა და ქართველი ძიუდოისტები დიდი წარმატებით ასპარეზობენ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე. ისტორიული გამარჯვებიდან 60 წლის აღსანიშნავად, 13 მაისს გორის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ ჩვენი ქალაქის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, გულშემატკივრები, ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები, თავად ანზორ ქიბროწაშვილის ოჯახის წევრები. ღონისძიებაზე ისაუბრეს 1962 წლის ისტორიული გამარჯვების შესახებ. ანზორ ქიბროწაშვილის ცხოვრებასა და სპორტულ კარიერაზე, მის როლზე ქართული ძიუდოს განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები