ახალციხეში ყირიმ-კონგოს ცხელება კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსი ერთ კაცსა და ხუთ ქალს დაუდასტურდა, მისი შემთხვევები კი გამოვლინდა ჭყვინთაში, საყუნეთში, მუსხში კლდეში, ქალაქ ვალესა და ქალაქ ახალციხეში.

„ყველა შემთხვევაზე განხორციელებულია ეპიდკვლევა, ხოლო პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ინფორმაცია შემთხვევებთან დაკავშირებით გადაგზავნილია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სოფლის ექიმებთან და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში”, – განაცხადეს ახალციხის მერიაში.

13 მაისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ადამიანის ყირიმ-კონგოთი დაავადების 10 შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები