ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დროებით შეაჩერა

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დროებით შეაჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მასკი სოციალურ ქსელში სპამ და ფეიკ-ანგარიშების რაოდენობის დათვლას ასახელებს.

მასკის განმარტებით, 44 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგება იქამდე შეჩერდება, ვიდრე იგი აღნიშნულ სოციალურ ქსელში არსებული ყალბი ანგარიშების რაოდენობის თაობაზე ინფორმაციას არ მიიღებს.

ბიზნესმენის ამ განცხადების შემდეგ „ტვიტერის“ აქციები 20%-ით გაუფასურდა, თუმცა შემდეგ ცოტათი კვლავ გაძვირდა.

როგორც ილონ მასკმა აღნიშნა, ახლა ის ელოდება ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებს, რომ სპამ და ფეიკ-ანგარიშების რაოდენობა მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები