საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს

ბაღებში სააღმზრდელო პროცესის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, სოფელ გიორგიწმინდაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი მოინახულა და აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.

„ჩვენი მიზანია, რომ ყველა ბაღში, სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს შესაბამის გარემოში, დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა და ოთახები აღიჭურვოს საჭირო ინვენტარითა და სათამაშოებით.

ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს“, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები